კომპანია „კარტლის"-მა „პიონერის" სიმინდის მოსავლის რეკორდული შედეგები მიიღო და კომპანიის მენეჯმენტის ვარაუდით 2012 წელს „პიონერის" სიმინდი 50000 ჰექტარ ფართობზე დაითესება. საქართველოში „პიონერის" ექსკლუზიური დისტრიბუტორი კომანია „კარტლის"-ის მენეჯმენტის ინფორმაციით, სიმინდის სათესლე მასალაზე მოთხოვნის ზრდა მისმა განსაკუთრებულად დიდმა მოსავლიანობამ განაპირობა. „ სახელმწიფომ 2011 წელს გადაწყვიტა დაეწყო სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა და „პიონერისაგან" 30.000 ჰა-ს შესაბამისი სათესლე სიმინდი შეისყიდა. 2005 წლიდან დღემდე გამოვცადეთ 25-მდე სხვადასხვა სიმინდის ჰიბრიდი. დეტალურად შევისწავლეთ სიმინდის მოყვანის საერთაშორისო პრაქტიკა, მიუსადაგეთ ადგილობრივ პირობებს, ჩამოვიტანეთ თანამედროვე ტექნიკა, სასუქები, პესტიციდები და დავამუშავეთ ადგილობრივ პირობებზე მორგებული სიმინდის მოყვანის ტექნოლოგია. შედეგად მივიღეთ სიმინდის მოსავალი 15-16 ტონა ერთ ჰექტარზე. შედარებისთვის, საშუალო სტატისტიკური მოსავალი საქართველოში შეადგენს 2,5 ტონას ერთ ჰექტარზე," - აცხდებს კომპანია „კარტლის"-ის დირექტორი რობერტ რევია.
მისივე განცხადებით, ასეთ მაღალ მოსავალს უპირველეს ყოვლისა „პიონერის" სათესლე მასალა და სწორი მოყვანის ტექნოლოგია განაპირობებს, რომელსაც კომპანია „კარტლის"-ი რეგიონული წარმომადგენლების მეშვეობით ნერგავს. „მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყანა თესავს ჰიბრიდულ სიმინდს და აქედან უმეტესობა იყენებს „პიონერის" სათესლე მასალას. „პიონერის" კონკურენტს ადგილობრივ ბაზარზე რუსეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და საფრანგეთიდან შემოტანილი ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალა წარმოადგენს, თუმცა, ვერცერთი მათგანი ვერ უწევს სერიოზულ კონკურენციას „პიონერს" ვერც მოსავლის რაოდენობითა და ვერც მიღებული მარცვლის ხარისხობრივი მაჩვენებლებით. წელს გამოცდაში გვაქვს „პიონერის" სოიოსა და ხორბლის ჯიშები. ამასთანავე, მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციასთან, რომელიც საქართველოში სიმინდის პროექტს ახორციელებს. ჩვენი კომპანია აქტიურად თანამშრომლობს მათთან კონსულტაციების, სიმინდის ჰიბრიდების შერჩევისა და მოყვანის საკითხებთან დაკავშირებით,"-აცხადებს რობერტ რევია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეფასებით, „პიონერის" სათესლე მასალით განხორციელებული სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა, მართლაც წარმატებული აღმოჩნდა. „მოხარული ვარ, რომ ამ პროგრამამ გაამართლა, 2012 წელს სიმინდი გაცილებით დიდ ფართობზე დაითესება. ამასთან, გვახარებს ის წარმატება, რომელსაც კომპანია „კარტლის"-მა საერთაშორისო ასპარეზზე მიაღწია. მათი მუშაობის სისტემა ნამდვილად შეესაბამება საერთშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, რაზეც მიღწეული შედეგებიც მეტყველებს,"- აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კობახიძე.
კომპანია „კარტლის"-ის მენეჯმენტის ინფორმაციით, საქართველოში „პიონერის" სიმინდის ასეთმა მაღალმა მოსავალმა თავად კომპანიის ხელძღვანელობის ინტერესი გამოიწვია და შედეგების ადგილზე მოსანახულებლად აშშ-დან საქართველოს კომპანიის ხელმძღვანელი პირადად ეწვია. „განსაკუთრებულად ჭარმბა მოსავალმა სიმინდისადმი ქართველი ფერმერების დიდი ინტერესი და გაყიდვების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ამასთან ერთად დაინტერესდა თავად კომპანია „პიონერიც" ვინაიდან მსგავსი მოსავალი არც თუ ბევრ ქვეყანაში მოჰყავთ. მაგალითისათვის, ევროპის უმეტეს ქვეყნებში მოსავალი 7-8 ტონა/ჰა-ზე არ აღებატება. სწორედ ამიტომ, ჩვენს კომპანიას „პიონერის" პრეზიდენტი პოლ შიკლერი, ევროპის დირექტორი გულია კოვაქსი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მენეჯერი ჯუზეპე მანარა და რეგიონალური მენეჯერი სერდარ ტულუკტორამანი ეწვია. ეს ძალიან დიდი პატივი იყო ჩვენნაირი პატარა კომპანიისათვის,"-აცხადებს რობერტ რევია.
კომპანია „კარტლის"-ი (ყოფილი „გარემო და ანალიტიკა") 1997 წელს დაარსდა და მუშაობს სოფლის მეურნეობაში არსებული ყველა მიმართულებით: სათესლე მასალა, სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, საირიგაციო სისტემები, სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოება. ამ დროისთვის იგი თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის მიმართულების ისეთ მსოფლიო ბრენდებთან როგორებიცაა: DuPont, Pioneer, Bejo, TimacAgro და Stet Holland. კომპანიას გააჩნია ფერმერთა მომსახურების ცენტრები და სავაჭრო ობიექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მათ შორის: ლაგოდეხში, ბოლნისში, წნორში, გორში, ზუგდიდში და სხვა რაიონულ ცენტრებში.