"მე ვიყავი ამ ისტორიის ნაწილი", - ამბობს "ჯი-ეიჩ-ენთან" რეჟისორი რობერტ სტურუა "ნადირობის სეზონის" პრემიერის დასრულების შემდეგ.
სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გარეშე ყოფნას ტრაგედიად არ მიიჩნევს. "ჯი-ეიჩ-ენის" შეკითვაზე, წარმოუდგენია თუ არა თეატრი სამხატვრო ხელმძღვანელის გარეშე, რეჟისორის პასუხია: რატომაც არა.
"რატომაც არა. იყო რუსთაველის თეატრში დრო, როდესაც მას სამხატვრო ხელმძღვანელი არ ჰყავდა. მეც ვიყავი ამ თეატრში, როცა არ იყო სამხატვრო ხელმძღვანელი. მერე იყო კოლეგია, სამხატვრო საბჭო და ა.შ.. მე ვიყავი ამ ისტორიის ნაწილი", - აცხადებს სტურუა.
რეჟისორმა "ნადირობის სეზონთან" დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
"სპექტაკლზე ვერაფერს ვიტყვი. მე დავდგი და ხალხის გადასაწყვეტია. როგორც უნდა, ისე შეფუთონ თავიანთ წარმოდგენაში", - განაცხადა სტურუამ.
შეგახსენებთ, რომ რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას ინიციატივით მოხსნეს.