ანსამბლი "რუსთავი" სოლოკონცერტისთვის ემზადება. როგორც ანსამბლის ხელმძღვანელმა, ფრიდონ სულაბერიძემ, "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, კონცერტი ოქტომბერშია დაგეგმილი.
"ჯერ თარიღს ზუსტად ვერ გვეუბნებიან, იმიტომ რომ ოქტომბერში სხვადასხვა ანსამბლის კონცერტებიც იგეგმება. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარვადგენთ ძველ და ახალ პროგრამას, რომლისთვისაც აქტიურად ვემზადებით. კონცერტზე ძველი, უფროსი და პატრა, ახალი თაობის მოცეკვავეები გამოვლენ", - განუცხადა, "ჯი-ეიჩ-ენს" სულბერიძემ.
კონცერტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის პატრონაჟით ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ 25 მარტს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ანსამბლ "რუსთავის" მთავარი ქორეოგრაფის ფრიდონ სულაბერიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ქორეოგრაფის პატივსაცემად გრანდიოზული კონცერტიც გაიმართა, რომელშიც ანსამბლ "რუსთავთან" ერთად თავად ფრიდონ სულაბერიძე მონაწილეობდა.