2011 წლის აგვისტოში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34.1%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 43 715 ერთეული შეადგინა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2011 წლის.
აგვისტო 2007-2009 წლების იმავე თვესთან შედარებით უპირატესად ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის აგვისტოსთან (46 039 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 5.0%-ით, 2008 წლის აგვისტოსთან (19 495 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 2.2-ჯერ და 2009 წლის აგვისტოსთან (28 761 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 52.0%-ით.