როგორც მოსალოდნელია ისრაელის მთავრობის მეთაური ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროს გენეტრალური ასამბლეის ტრიბუნიდან, მომავალ კვირას პალესტინის ლიდერს აბუ-მაზენს ისრაელთან მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაუყოვნებლივი დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ ებრაული "კოლ ისრაელი" იერუსალიმში არსებულ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"კოლ ისრაელთან" საუბარში ისრაელის წარმომადგენელმა გაეროში რონ პროსორმა განაცხადა, მისი კოლეგები, ამჟამად გაეროს შტაბ-ბინაში მრავალრიცხოვან შეხვედრებსა და კონსულტაციებს მართავენ. პროსორმა გამოთქვა იმედი, რომ მრავალი სახელმწიფო გაიგებს, რომ შეუძლებელია რაიმის მიღწევა იძულებით და სერიოზული წარმატებების მიღწევა მხოლოდ დიალოგით არის შესაძლებელი.