მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევები ცხადყოფს, რომ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ეხმარებიან სხვა ადამიანებს, გაცილებით დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე ისინი, ვინც თავისი გამორჩენისთვის აკეთებს ამას, ან საერთოდ არ ზრუნავენ სხვებზე.
როგორც ხანგძლივმა ექსპერიმენტმა აჩვენა (რომელშიაც ჩართული იყვნენ სხვადასხვა ასაკისა და სხვადასხვა დამოკიდებულების ადამიანები), ალთრუისტთა შორის 70 წლის ასაკში ექსპერიმენტში მონაწილეთა 1,6% გარდაიცვალა, ხოლო უფრო გულგრილ ადამიანთა შორის 4,3%. ამასთან, ითვალისწინებდნენ სიცოცხლის ხანგრძლივობის სხვა ფაქტორებს.
კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მოტივაცია, რომელიც კეთილ ადამიანებს აქვთ, მათთვის ერთდაგვარი ბუფერია პოტენციურად მოსალოდნელი სტრესისგან დასაცავად.
როგორც MIGnews.com.ua იტყობინება, ტრადიციული შეხედულება იმაზე, რომ ადამიანები, რომლებიც ოპტიმიზმსა და სიმშვიდეს ინარჩუნებენ, დიდხანს ცხოვრობენ, მცდარი აღმოჩნდა. კვლევებში მოყვანილი არასტანდარტული დასკვნები, რომელთათვის მონაცემები 1921 წლიდან გროვდებოდა.
გაცილებით სასარგებლო აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის არააშკარა ფაქტორები, მაგალითად ჯანსაღი რეალიზმი, ნაცვლად გაუთავებელი ოპტიმიზმისა.