საპროტესტო აქციის მონაწილეები კახა კალაძის შტაბიდან მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
მელიქიშვილის გამზირზე კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია აქცია გაიმართა. დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა ზვიად ცეცხლაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მასობრივი პროტესტები გაიმართება ყოველდღიურად. აქციის მონაწილეებმა კახა კალაძის შტაბთან ბანერებზე დატოვეს წარწერები: “რუსული ოცნება”.