მასობრივი გამოსვლები იქნება ყოველდღიურად, მოგიწოდებთ, არცერთი დღე არ ჩააგდოთ, ამ ოფისს არ უნდა მივცეთ მუშაობის საშუალება, - ამის შესახებ მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე, მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ აქციის მონაწილეებისადნი მიმართვისას განაცხადა.
"ჩვენ პროტესტი ვართ ამ ქვეყნის მომავალი, თქვენ ოცნება ხართ - წარმავალი, თქვენ ეს ქვეყანა გაანადგურეთ, თქვენ ხართ ბავშების მკვლელები, თხრილებში გარდაცვლილი ბავშვების მკვლელები ხართ, თქვენ მძინარე ბავშვების მკვლელები ხართ, თქვენ ეს ქვეყანა რუსეთში მიგყავთ და ბოლოს, მინდა თქვენი პრიმიტივი, ორკლასგანათლებული პრეზიდენტის სიტყვები გითხრათ - "ვინც თქვენსა და ჩვენს შორის ეს ქვეყანა რუსეთში მიყავს" იმისი მართლა ყველაფერი... ეს სიტყვები თქვენი სიტყვებია და გიბრუნებთ უკან, ჩვენს საზოგადოებას არ ვაკადრებ, თქვენ გერგებათ ეს სიტყვები.
თქვენი წასვლის დროა, მოემზადეთ, ხალხის მასობრივი გამოსვლები იქნება ყოველდღიურად, მოგიწოდებთ, არცერთი დღე არ ჩააგდოთ, ამ ოფისს არ უნდა მივცეთ მუშაობის საშუალება, საიდან მოაქვთ არჩევნებისთვის ხელშეშლა, ვერავინ ხელს ვერ შეგვიშლის, ჩვენ გვაქვს უფლება, მოვიდეთ აქ და ყოველდღე ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ, არავის ხელს არ ვუშლით, შევიდნენ და იმუშაონ იქ" - თქვა ზურაბ ცეცხლაძემ.