საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ "ბუნებრივი რესურსების სააგენტომ", აუქციონზე "ზოტის" ოქროს შემცველ გოგირდ-კოლჩედანურ გამოვლინებაზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზია 306 ათას აშშ დოლარად გაყიდა.
ლიცენზია კომპანიამ "ჯორჯიან რესორს კომპანია" შეიძინა. ლიცენზიის საწყისი ფასი 90 ათას აშშ დოლარს შეადგენდა. გასაყიდ აუქციონში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც მონაწილეობდა.