რუსეთის დუმის სპიკერი ბორის გრიზლოვი აცხადებს, რომ ქუთაისში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით აფეთქებული "დიდების მემორიალი" მოსკოვში "პოკლონნაია გორას" სახელით ცნობილ ადგილზე შეიძლება აღდგეს.
"რამდენიმე ვარიანტთან ერთად ასევე განიხილება "პოკლონნაია გორა"-ზე მემორიალის შესაძლო განთავსების ადგილი", _ განაცხადა ბორის გრიზლოვმა აქართველოს ექს-პრემიერთან ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრის შემდეგ.
ბორის გრიზლოვი ასევე აცხადებს, რომ მემორიალის აღდგენის საკითხი ასევე განიხილება მოსკოვის მერთან იური ლუჟკოვთან. გრიზლოვის თქმით, მოსკოვში ასევე მალე გაიხსნება სპეციალური ფონდი სადაც მემორიალის აღდგენისათვის საჭირო თანხა შეგროვდება.