შვეიცარიამ უკრაინის აღდგენისთვის 5 მილიარდი ფრანკი (დაახლოებით 6.2 მილიარდი დოლარი) გამოყო.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ მაია რინიკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ განვიხილეთ საერთაშორისო სიტუაცია, პარტნიორებთან მუშაობა, შვეიცარიის მხარდაჭერა და დახმარება. მადლობa ჩვენი ქვეყნის აღდგენისთვის 5 მილიარდი ფრანკის გამოყოფის გადაწყვეტილებისთვის. ჰუმანიტარულ სფეროში ბევრი პერსპექტიული პროექტია, რომელთა ერთობლივად განხორციელებაც ამ თანხებით შეგვიძლია“, - აღნიშნა მან.
ზელენსკის თქმით, საუბრის თემა რუსეთის მიერ უკრაინაში გატაცებული ბავშვების დაბრუნების საკითხი იყო. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ შვეიცარია პარტნიორებთან ერთად შეუერთდება ბავშვების უკრაინაში დაბრუნების ძალსიხმევას