ეს არის შეცდომა. მე რომ ეს მცოდნოდა, არ წამოვიღებდი იარაღს, - ამის შესახებ „სილქ როუდჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა გიორგი რამიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
„მინდა აღვნიშნო, რომ იარაღის ტარება - ესე გამოდის მაგრამ ეს არის ძალიან ხმამაღალი ნათქვამი. მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს არის შეცდომა. მე რომ ეს მცოდნოდა, არ წამოვიღებდი იარაღს. მივფრინავდი, იარაღი ჩანთაში იდო და უბრალოდ ვერ შევამჩნიე და აქედან გამომდინარე ეს კვალიფიკაცია, რომ ვატარებდი იარაღს, არაა სწორი, უბრალოდ ჩანთაში იდო და ეგრევე წავედი. რა თქმა უნდა, მე ამით არ ვამაყობ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ესეთი სახის შეცდომები გაყვანილი იყოს ისეთ რანგში, როგორც პროკურორი ითხოვს. მგონია რომ ეგ ზედმედია.
ძალიან ვნანობ. ეს ძალიან დიდი მაგალითი იქნება ჩემთვის.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ ჯარიმებს - საერთოდ არ დამირღვევია კანონი და ყველა ჩემს მანქანას მძღოლი მართავს და ამიტომ ამ ნაწილშიც ვერ დავეთანხმები რომ მე ვარ არაკანონმორჩილი ადამიანი, რომ მე რამე კანონი დამერღვიოს ამდენი წლის განმავლობაში“, - განაცხადა რამიშვილმა "ფორმულას" თანახმად.