ბელორუსში რუსეთის ფედერაციის ელჩი ალექსანდრე სურიკოვი აცხადებს, რომ რუსული მხარე არ აჩქარებს ბელორუსს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში.
"ჩვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის პედალირებას არ ახდენს, იმიტომ რომ ვაცნობიერებთ, რომ ქვეყანა,რომელი სხვა ამა თუ იმ ქვეყნის დამოუკიდებლობას აღიარებს, თავისი საკუთარი მოსაზრებებით უნდა ხელმძღვანელობდეს",_ განაცხადა სურიკოვმა და დასძინა, რომ სხვა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარება ეს სუვერენული სახელმწიფოს პირადი განსაკუთრებული უფლებაა.
"ჩვენ არასოდეს არ განგვიცხადებია პირდაპირი ან ირიბი მოთხოვნა აფხაზეთისა და სმხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ბელორუსისათვის",_აცხადებს სურიკოვი.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსი უკვე ერთ წელზე მეტია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს იხილავს. ამჟამად ბელორუსი დეპუტატები ზამთრის არდადეგებზე არიან წასულები. ბელორუსის პარლამენტის მომდევნო სესია 2 აპრილს გაიმართება.