გათანამედროვებულ მიუზიკლ "ქეთო და კოტეს" თბილისში ოქტომბერში ჩამოიტანენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მუსკომედიის პრესსამსამსახურმა აცნობა სპექტაკლი "თბილისის თეატრალური ფესტივალის" დასრულების შემდეგ ჩამოიტანენ.
"ეს სპექტაკლი ფესტივალში მონაწილეობას არ იღებს, მაგრამ შეიძლება უბრალოდ სანახავად იქნას ნაჩვენები. თუმცა, მუსკომედიის თეატრი ამ ფესტივალზე ორ ფილმს წარადგენს და რამდენად შესაძლებელია "ქეთო და კოტეს" დამატება ჯერ არ ვიცით. რაც შეეხება მიუზიკლის თბილისში ჩამოტანას გეტყვით, რომ "ქეთო და კოტეს" თეატრის მოყვარულები ოქტომბრის დასაწყისში თბილისში იხილავენ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მუსკომედიის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინო გალეგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიუზიკლი "ქეთო და კოტეს" ახლებური ინტერპრეტაცია მუსკომედიის სამხატვრო ხელმძღვანელს, დათო დოიაშვილს ეკუთვნის.