საპატრიარქოში გიორგი მთაწმინდელის 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიხსნება. საპატრიარქოსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ტარდება დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწის, გიორგი მთაწმიდელის 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონიძიებები.
ღონიძიებების ფარგლებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამართავს გამოფენას `გიორგი მთაწმიდელი - 1000~, რომელიც ასევე დღეს, საღამოს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გიორგი მთაწმინდელის მიერ თარგმნილი და რედაქტირებული ხელნაწერები, მისი ორიგინალური თხზულება (`ცხორებაი იოანესი და ეფთვიმესი~), გიორგი მთაწმიდელის ავტოგრაფების ფოტოფირები და ისტორიული წყაროები წმინდა მამის შესახებ. გამოფენა კონსერვატორიის სტუდენტების გალობით გაიხსნება.
გამოფენის მიზანია, ფართო საზოგადოებას გააცნოს გიორგი მთაწმინდელის ლიტერატურული და შემოქმედებითი მოღვაწეობა, მისი გამორჩეული როლი ქართული მწერლობისა და, საერთოდ, კულტურის ისტორიაში. ასევე, წარმოაჩინოს ქართველი მეცნიერების, განსაკუთრებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ღვაწლი გიორგი მთაწმინდელის მემკვიდრეობის შესწავლის საქმეში.