რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყალ "ბორჯომის" დაბრუნებას ოფიციალური თბილისის პოზიცია უშლის ხელს, ამის შესახებ "როსპეტრებნადზორი" აცხადებს.
"იმ დროს, როდესაც საქართველოს ბიზნესთანამეგობრობა ეძებს დარეგულირების გზებს და გამოხატავს მზადყოფნას აღადგინოს მიწოდება პროფესიონალურ სიბრტყეში, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა და მოწოდებები ადასტურებენ, კონსტრუქციული დიალოგის განვითარების ხელშეწყობის გაუგებრობასა და სურვილის არ არსებობას",- ნათქვამია "როსპოტრებნადზორის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ონიშენკოს უწყების ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ 26 აგვისტოს იგეგმება შეხვედრა პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავასთან და შეხვედრაზე განხილული იქნება რუსეთში ღვინისა და მინერაული წყლის მიწოდების აღდგენის საკითხები.
როგორც ცნობილია რამდენიმე დღის უკან "როსპოტრებნადზორმა" რუსეთში ქართული მინერალური წყლის, "ბორჯომის", მიწოდების აღდგენის საკითხის განხილვა დაიწყო.
"მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ფედერალურ სამსახურში შესულია ოფიციალური განაცხადი რუსეთის ფედერაციაში "ბორჯომის" შეტანის შესახებ, რომელიც ამჟამად განიხილება", - იტყობინება "როსპოტრებნადზორი".
რუსეთში რართული ღვინისა და მინერალური წლის ექსპორტი 2006 წელს შეწყდა.