კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ დღეს მეათედ უთხრა უარი უკრაინის ექს-პრემიერ მინისტრს იულია ტიმოშენკოს თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილების შეცვლასთან დაკავშირებით.
ექს-პრემიერი სასამართლოს გადაწყვეტილებითა და ბრალდების მხარის შუამდგომლობით 5 აგვისტოს ე.წ. „გაზის საქმის" სასამართლო განხილვისას დააკავეს.
ტუმოშენკოს ბრალად ედება 2009 წელს რუსეთთან გაფორმებული გაზის მიწოდების ხელშეკრულების გაფორმებისას უფლებამოსილების გადამეტება.
ბრალდების მტკიცებით, მან ქვეყანას 185.9 მილიონი აშშ დოლარის ზარალი მიაყენა.
ბრალდება აცხადებს, რომ ტიმოშენკოს დაკავების მოტივი „ჭეშმარიტების დადგენაში ხელის შეშლა" გახდა.