"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი კახა კუკავა მოსკოვში გაემგზავრა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიაში განუცხადეს.
არსებული ინფორმაციით, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში კუკავა რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშჩენკოს შეხვდება, რის თაობაზეც განცხადება თავად ონიშჩენკომაც გააკეთა.
როგორც ონიშჩენკო აცხადეს, საუბარი რუსულ ბაზარზე "ბორჯომის" დაბრუნების შესაძლებლობას შეეხება.
რუსეთში კუკავას მორიგი ვიზიტის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.