საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით მექსიკაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი მექსიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. პორფირიო მელოსთან შეხვედისას საუბარი ორმხრივ ურთიერთობების გაღრმავებასა და ცენტრალური ამერიკისა და კავკასიის რეგიონებში არსებული ვითარებას შეეხო.
მექსიკის პარლამენტის შემდეგ, გრიგოლ ვაშაძე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ მატიას რომეროს ინსტიტუტს ეწვია. მინისტრი ინსტიტუტში შეკრებილი აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვიდა და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. ასევე დისკუსია გაიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარებაზე, რუსეთ-საქართველოს ომისა და ომისშემდგომი ურთიერთობების შესახებ. განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა და საქართველოს ხელისუფლების ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ.