მარიამობის დღესასწაულისთვის კიდევ რამდენიმე პატიმარს შეიწყალებენ. შეწყალების კომისიის სხდომა ამ წუთებშია შეკრებილი და 230 პატიმრის საქმეზე მსჯელობს.
როგორც პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ განუცხადა, შესაწყალებენ პატიმართა სიაში 39 ქალი, 2 კი არასრულწლოვანია.
მისივე თქმით, განაცხადებს შორის არის სხვადასხვა კატეგორიის საქმეები, თუმცა განხილვისას უპირატესობა მიენიჭება მსუბუქ დანაშაულს და იმ პატიმრებს, რომლებიც ქრონიკული დაავადებებით არიან დაავადებული.