ეგვიპტემ ისრაელიდან ელჩი გაიწვია. ამის მიზეზი ისრაელ-ეგვიპტეს საზღვარზე, ისრაელის სამხედროების მიერ 5 ეგვიპტელი პოლიციელის მოკვლა გახდა. პოლიციელები იმ დროს დაიღუპნენ, როდესაც ისრაელი პალესტინელი ამბოხებულების წინააღმდეგ ოპერაციას ახორციელებდა.
ეგვიპტე მომხდარზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს და ბოდიშის მოხდასა და ინცინდენტის გამოძიებას მოითხოვს. თავის მხრივ, ისრაელმა პირობა დადო, რომ ფაქტს გამოიძიებს.
„ისრაელიდან ჩვენი ელჩი ეგვიპტეში დაბრუნდება მანამდე, ვიდრე ისრაელი გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციას არ მოგვაწვდის", - აღნიშნულია ეგვიპტის მთავრობის განცხადებაში.
კაიროში, ისრაელის საელჩის წინ წუხელ რამდენიმე ასეულმა ეგვიპტელმა მომხდარი გააპროტესტა და ქვეყნიდან ისრაელის ელჩის გაძევება მოითხოვა