17 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. 
აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო  6  კომერციულმა ბანკმა. 
მოთხოვნამ 12 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 13.400%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური 13.730%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 13.517%-ით განისაზღვრა. 
კუპონურმა განაკვეთმა 13.5% შეადგინა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.