17 წლის ანზორ ჯუკაევი, ჩეჩენი ემიგრანტების შვილებთან, უტოაის გმირებთან - რუსტავ დაუდოვთან და მოვსარ ჯამაევთან ერთად ტერაქტისას კუნძულზე იმყოფებოდა. ჯუკაევი პოლიციამ იგი ანდერს ბრეივიკის თანამზრახველად მიიჩნია და მხოლოდ იმის გამო დააკავა, რომ ის, ისევე როგორც სხვა მოზარდები ტერაქტის შემდეგ არ ტიროდა. ნორვეგიის პოლიციამ მოზარდი 17 საათის განმავლობაში კარცერის პირობებში ამყოფა, მისი დაკავების შესახებ არ შეატყობინა მშობლებს და ის ადვოკატის გარეშე დაკითხა.
"მე ვიდექი კარავთან, როდესაც სროლის ხმა გავიგე. ყველანი გაიქცნენ, მე დავრჩი, რათა დამენახა ვინ ისროდა. ვხედავდი როგორ ამოდიოდა აღმართზე ბერივიკი და ისროდა. პირველად 3 მოკვდა და მივხვდი, რომ ეს იყო მკვლელი. მან დამიმიზნა, მე გავიქეცი ჩემს მაგობართან ალმირთან ერთად და დავიმალე. ჩვენ გადავრჩით", - ამბობს ანზორ ჯუკაევი.
მომხდრის შემდეგ, პოლიციამ მოზარდი ბრეივიკთან ერთად გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში.
"მესმოდა, რომ ის საუბრობდა, მაგრამ არ მახსოვს რას. ამ დროს მასზე ვერ ვფიქრობდი", - იხსენებს ანზორი.
მისივე თქმით, ბრეივიკი დაჰყავდათ დაკითხვაზე, მას აძლევდნენ სიგარეტსა და ყავას და ამყოფებდნენ კარგ პირობებში.
მოზარდი ამბობს, რომ ის არ უწამებიათ, თუმცა იყო ხელკეტის გამოყენებისა და უხეშობის ფაქტები, "დარტყმა იყო მხოლოდ ერთი".
ტერაქტის მეორე დღეს, 10:33 საათზე ის გაიყვანეს დაკითხვაზე, რომელიც ერთი საათი გაგრძელდა. დაკითხვა მიმდინარეობდა ადვოკატის გარეშე.
აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ნორვეგიის პოლიციის წარმომადგენელი კელ მაგნე ტვენგე და აცხადებს, რომ ეს ხდებოდა საგანგებო მდგომარეობისას.
პოლიციელი ასევე აღიარებს შეცდომას, იმასთან დაკავშირებით, რომ ჯუკაევის მშობლებისთვის შეუტყობინებლობა არ იყო კანონიერი ქმედება.
პოლიციელის თქმით, მოზარდი ეჭვის ქვეშ აღმოჩნდა იმის გამო, რომ არ ქონდა ემოცია და არ ტიროდა ისევე როგორც სხვები.
"იმ დროს უცნობი იყო მოქმედებდაარა ბრეივიკი მარტო, თუ ჰყავდა თანამზრახველი", - აცხადებს პოლიციის წარმომადგენელი.
თავად მოზარდის თქმით, კი ის ფსიქოლოგიურად ძლიერი ადამიანია, მას შემდეგ რაც საკუთარ სამშობლოში - ჩეჩნეთში გადაიტანა.
"მე როგორც მამაკაცს ტირილი არ შემიძლია", - ამბობს ჯიკაევი და დასძენს, რომ ჩეჩნეთში ის მკვლელობის უშუალო შემსწრე არ ყოფილა, თუმცა მას არაერთი ცხედარი აქვს ნანახი.
მისი მშობლების განცხადებით, პოლიცია მოიქცა აბსოლიტურად არასწორად, როდესაც მათ მთელი ღამის განმავლობაში საკუთარი შვილი გარდაცვლილთა შორის აძებნინეს.
ჯუკაევების ადვოკატი აცხადებს, რომ პოლიციამ ორჯერ დაარღვია კანონი. პირველი როდესაც მოზარდის დაკავების შესახებ მშობლებს არ შეატყობინა და მეორე - მას დაცვის უფლება წართვა.
ჯუკაევების ოჯახი ნორვეგიაში 2001 წელს ჩავიდა, 2008 წელს კი მათ ნორვეგიის მოქალაქეობა მიიღეს.