ახმეტის რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაო იქ ახლაც მიმდინარეობს. სპეციალური კომისია მეორე დღეა ძლიერი წვიმისგან მიყენებულ ზარალს ითვლის.
ძლიერმა წვიმამ და ქარმა ახმეტის რაიონში ათეულობით ოჯახი დააზარალა. განადგურდა ნათესები და საკარმიდამო ნაკვეთები, დაიტბორა 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.