ხვალ, 9 აგვისტოს, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ შესაძლოა, ნინო ბურჯანაძე დაკითხოს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ბიწაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა.
"დღევანდელ პროცესზე "სახალხო კრების" წარმომადგენლები გია ბურჯანაძე და ლუკა კურტანიძე დაიკითხნენ. ხვალ, შესაძლოა, სასამართლომ ქალბატონ ნინოს მოუსმინოს", - განმარტა სამუშიამ.
ბადრი ბიწაძის საქმის განხილვა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესები შაბათ-კვირის გარდა, ყოველ დღე იმართება.