მუხათგვერდის სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. უკვე დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი აპოლ ბათუკაშვილი.
კრიმინალური გარჩევის შედეგად, 62 წლის ვახტანგ აფციაური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის შედეგად მოკლეს. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი გიორგი თვაური, რომელიც გასროლისას დაიჭრა, თუმცა მან ადგილიდან გაქცევა მოახერხა და გადარჩა.
კრიმინალური გარჩევა ვალს უკავშირდება, რომელიც გარდაცვლილს წლების განმავლობაში ჰქონდა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს მოკვლევა.