კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრანის ექს-პრემიერისათვის იულია ტიმოშენკოსათვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე უარი თქვა და იგი პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
დღეს იულია ტიმოშენკოს დაცვამ მოსამართლეს თხოვნით მიმართა, მათი დაცვის ქვეშ მყოფისათვის აღკვეთი ღონისძიება შეეცვალა და იგი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა. ბრალდება ამის წინააღმდეგ წავიდა.
შეგახსენებთ, რომ იულია ტიმოშენკო პარასკევს სასამართლოს სხდომაზე დააპატიმრეს, რომელიც ე.წ. საგაზო საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. ექს-პრემიერს 2009 წელს უკრაინისათვის გაზის მიწოდების შესახებ რუსეთის ფედერაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებების დროს თანამდებობრივი უფლებამოსილებების გადაჭარბება ედება ბრალად.