მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ კეტრინ ბიგელოუს ფილმი ეკრანებზე 2012 წლის ოქტომბერს გამოვა.
ფილმზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ რაც ამერიკის სპეცსამსახურებმა ნომერ პირველი ტერორისტის ლიკვიდაციის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, ფილმის ფინალი გადასაკეთებელი გახდა.
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, სპეციალური დანიშნულების დანაყოფმა მიიღო დავალება ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ და განახლებული სცენარის მიხედვით დავალებას თავი პირნათლად გაართვა.
ფილმის სცენარის ავტორია მაკ ბუალი, რომელმაც კეტრინ ბიგელოუსთან ერთად ოსკაროსან ფილმ "ქარიშხლის მბრძანებლებზე" იმუშავა.