ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალის საჯარო სკოლის დირექტორის ამით ალიევის მიმართ გამოძიება სსკ-ის 139-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
სკოლის დირექტორს პროკურატურაში ერთ-ერთმა მასწავლებელმა უჩივლა. დანაშაული სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულებას გულისხმობს.
ამით ალიევი დანაშაულს არ აღიარებს. მას ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
დანაშაულის ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.