დღეს, 5 აგვისტოს, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო ირაკლი ბატიაშვილს მოუსმენს. შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს შოთა უტიაშვილს კი სასამართლო 8 აგვისტოს დაკითხავს.როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბიწაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, უტიაშვილს სასამართლო უწყება უკვე გადაეგზავნა.
"სასამართლომ უკვე დაკითხა ბრალდების მხარის მოწმეები. ახლა დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა დაიწყება. 5 აგვისტოს სასამართლო ირაკლი ბათიაშვილს მოუსმენს, 8 აგვისტოს კი შოთა უტიაშვილი დაიკითხება, რომელსაც შესაბამისი უწყება უკვე გადაეგზავნა და იმედია სასამართლოში მობრძანდება", - აღნიშნა ადვოკატმა.
მისი თქვით, ბრალდების მხარის მოწმეებმა დაკითხვისას ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს, რაც დაცვის მხარისთვის დამატებითი მტკიცებულება იქნება.
"ბრალდების მხრიდან დაკითხული იქნა რამდენიმე პიროვნება, მათ შორის საქმის გამომძიებელი, ასევე გია უჩავა და სხვები", - დასძინა სამუშიამ.
ბადრი ბიწაძის საქმის განხილვა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესები შაბათ-კვირის გარდა, ყოველდღე იმართება.