საქართველოს ახალგაზრდულ ძიუდოისტთა ნაკრებს სერიოზული სასჯელი ემუქრება. ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჩემპიონი ზურაბ ეპიტაშვილი უდისციპლინოდ მოიქცა. მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ეპიტაშვილმა კიმონო გაიხადა და ტატამი თვითნებურად დატოვა. სპორტსმენის ასეთი საქციელი კი, ძიუდოს საერთაშორისო წესდების მიხედვით, უმკაცრესად ისჯება.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია მსგავს ინციდენტს უახლოეს მომავალში განიხილავს და სავარაუდოდ, ეპიტაშვილი დისკვალიფიკაციით დაისჯება.