26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მყოფ პირთა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით, ბრალდება შვიდ პირს წარედგინა. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
"დღევანდელი მდგომარეობით, ხუთმა ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და იშუამდგომლა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2011 წლის 28-29 ივლისს დამტკიცებულ იქნა საპროცესო შეთანხმებები შემდეგ სასჯელებზე:
ამირან მერებაშვილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი.
ალექსანდრე ბიბილური - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი.
ნიკოლოზ ზაუტაშვილი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი.
კობა კობაური - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი.
ილია ზივზივაძე - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი.
ხოლო შაქრია ზურაშვილისა და ივანე ჩიღვინაძის მიმართ გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში. პროკურატურის ინფორმაციით, ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად უდევს ბრალდებას, საზოგადოებას მალე მიეწოდება.