თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მეწარმის სასარგებლოდ მიიღო. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ შპს "ლუკასა" და შემოსავლების სამსახურს შორის არსებული რამდენიმეთვიანი დავა დაასრულა.
საშემოსავლო სამსახურს პოკერკლუბისთვის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო პირობებში ცვლილებები უნდა შეეტანა, თუმცა მან კანონით დადგენილ ვადებში ვალდებულება არ შეასრულა. შედეგად მეწარმე სოლიდური თანხით დაჯარიმდა.
შემოსავლების სასამახურის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე, დარღვევების გამო, სასამართლომ გადაწყვეტილება მოსარჩელის, მეწარმის სასარგებლოდ გამოიტანა.