შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს შოთა უტიაშვილს ბადრი ბიწაძის საქმეზე მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით სასამართლო უწყება ჯერჯერობით არ მისვლია.
"სასამართლო უწყება ჯერ არ მიმიღია, მაგრამ თუ მივიღებ აუცილებლად გამოვცხადდები", - განუცხადა უტიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის საქმესთან დაკავშირებით დღეიდან დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვას იწყებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბიწაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, სასამართლო შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს შოთა უტიაშვილს 8 აგვისტოს დაკითხავს.
"სასამართლომ უკვე დაკითხა ბრალდების მხარის მოწმეები. დღეიდან დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა დაიწყება. ხვალ, 5 აგვისტოს სასამართლო ირაკლი ბათიაშვილს მოუსმენს, ორშაბათს, 8 აგვისტოს კი შოთა უტიაშვილი დაიკითხება, რომელსაც შესაბამისი უწყება უკვე გადაეგზავნა და იმედია სასამართლოში მობრძანდება", - აღნიშნა ადვოკატმა.