საქართველოს ექს-პრემიერ მინისტრი, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ცხინვალში ჩავიდა.
ზურაბ ნოღაიდელის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიზიტისა და მისი სეპარატისტებუის ლიდერთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პარტიის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
როგორც "სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენლები აცხადებენ, ექს-პრემიერი, რომელიც მოსკოვიდან ახლახანს დაბრუნდა ცხინვალში სეპარატისტების დე-ფაქტო ლიდერს ედუარდ კოკოითს სეხვდება.
შეხვედრის მთავარი თემა 4 ნოემბერს გატაცებული ორი ტირძნისელი მოპზარდის გათავისუფლება იქნება.
შეგახსენებთ, რომ მოზარდების გატავისუფლების შესახებ ადამიანის უფლებათა ევროკომისრის ტომას ჰამერბერგისთვის მოცემული პირობა სეპარატისტებმა დაარღვიეს.
გავრცელებული ინფორმაციით ოსური მხარე ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ ქართული მხარეს ოსი მოქალაქეების გათავისუფლებას თხოვს.