29 წლის იანა ჩხეტია ლეღვის ნახარშით დაიწვა. მან ლეღვის ნახარში გადაივლო და გასარუჯად მზეზე დაწვა. ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დაზარალებული 65-პროცენტიანი დამწვრობით მიიყვანეს.
ექიმები აცხადებენ, რომ მისი მდგომარობაა მძიმე და შოკურია. ექიმები ზუგდიდში თბილისის დამწვრობის ცენტრიდან გადაიყვანეს, თუმცა შესაძლოა მათ პაციენტის თბილისში გადმოყვანის გადაწყვეტილება მიიღონ.
იანა ჩხეტიანმა ლეღვის ნახარში სახლში დაამზადა, წაისვა და 5 საათის განმავლობაში გარუჯვის მიზნით მზეზე იმყოფებოდა.