ქაშმირში, ინდოეთის კონტროლირებად ნაწილში აფეთქებებია.
ინდოეთში ჯამუსა და ქაშმირის რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელმა, ომარ აბდულამ განაცხადა, რომ ქალაქ ჯამუში აფეთქებების ხმა ისმის.
Reuters-ის ცნობით, აფეთქებებს წინ უძღოდა ელექტროენერგიის გათიშვა, რაც გამოწვეული იყო მრავალი ჭურვით, რომლებიც გასულ ღამეს ქალაქ ჯამუს ცაში შენიშნეს.
გარდა ამისა, გამოცემასთან საუბრისას პოლიციის წარმომადგენელმა თქვა, რომ არსებობს ცნობები ასევე ინდოეთის მიერ კონტროლირებული ქაშმირის ტერიტორიაზე საზღვართან ახლოს მდებარე დასახლებაში, ურიში საარტილერიო იერიშზეც.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდე გამწვავდა, რაც 22 აპრილს შეიარაღებულმა პირებმა ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებას ნაწილში 26 ადამიანი, ძირითადად ინდოელი ტურისტები, მოკლეს.
7 მაისის დილის საათებში ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა ღია სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც ინდოეთმა საჰაერო იერიშები მიიტანა პაკისტანსა და პაკისტანის მიერ კონტროლირებად ქაშმირის ტერიტორიაზე.
პაკისტანის არმიის სპიკერმა, აჰმედ შარიფ ჩაუდრიმ განაცხადა, რომ ინდოეთის მხრიდან იერიშის შედეგად, 26 პაკისტანელი დაიღუპა, 46 კი დაშავდა. მისივე თქმით, ინდოეთის თავდასხმას პენჯაბში 16 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ორი ბავშვი და შვიდი ქალი.