უკრაინაში გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შესაძლოა მომდევნო ორ დღეში იქნას მიღწეული, ამის შესახებ ა გერმანიის ახალმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. იუწყება Bild.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შაბათ-კვირას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიიღწევა“, - განაცხადა მერცმა.
მერცმა განაცხადა, რომ „დიდი ალბათობაა“, რომ სამდღიანი ზავი 30 დღემდე გახანგრძლივდება.
„შემდეგ შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებაზე“, - დასძინა მან.
Bild-ი არ აკონკრეტებს, თუ ზუსტად სად გაკეთდა ეს განცხადება, მხოლოდ იმას ამბობს, რომ ეს ბრიუსელში მოხდა.
ამათან, უკრაინული მედიის ცნობით, ვრცელდება მერცისა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთობლივი პრესკონფერენციიდან, სადაც მერცმა განაცხადა, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად განიხილა უკრაინაში 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის გეგმა.
„მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ამ ინიციატივას. ასევე ვიცი, რომ ამ პოზიციას იზიარებენ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის მთავრობები. დღეს არის შანსი - ამ შაბათ-კვირას, დღევანდელი დღის შემდეგ, რომელიც მოსკოვში დიდი სამხედრო აღლუმით აღინიშნება - მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას. არსებობს შანსი, რომ უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდოს, რომელიც ამ შაბათ-კვირის შემდეგაც გაგრძელდება“, - განაცხადა მან.
მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მხარს უჭერს ამ ინიციატივას და ეთანხმება მას, ასევე მას მხარს უჭერენ ევროპის ძირითადი სახელმწიფოები.
„ახლა ბურთი მოსკოვის მოედანზეა. მხოლოდ ახლა მიიღება გადაწყვეტილება, შესაძლებელი იქნება თუ არა უკრაინაში უფრო ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარება უკვე მომავალ კვირას. და იქნება თუ არა სივრცე უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. ეს ნამდვილად კიდევ ერთი გამოცდაა - ძალიან ზუსტი და ძალიან მკაფიო გამოცდა - იმისა, თუ რამდენად გულწრფელად სურს რუსეთის პრეზიდენტ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა“, - განაცხადა მერცმა.