ქართული მხარისთვის ყველა კონსტრუქციული წინადადება მისაღებია, რომელიც კონფლიქტების მოგვარებას შეეხება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძე აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ანქვაბის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
"ქართული მხარისთვის ყველა კონსტრუქციული წინადადება მისაღებია, რომელიც კონფლიქტების მოგვარებასა შეეხება და დიალოგს, გამოდევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში ღირსეული და დაუყოვნებლივ დაბრუნებაზე", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ქართული მხარე მზად არის აღნიშნულ საკითხზე ნებისმიერი ფორმით მოლაპარაკება დაიწყოს ყველა იმ პირთან, რომელიც ამ საკითხზე პასუხისმგებელია.
რაც შეეხება ანქვაბის მხრიდან მოლაპარაკებების დაწყების სურვილის გამოთქმას, კალანდაძეს ეჭვი ეპარება, რომ მას ამ საკითხებზე თავის გადაწყვეტილებების საფუძველზე დამოუკიდებლად იმოქმედოს.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ანქვაბმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა ქართულ მხარესთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.