სერბეთის ხელისუფლებამ ხორვატიის ტერიტორიაზე მდებარე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სებსკაია კრაინას ყოფილი პრეზიდენტი გორან ხადჟიჩი დააპატიმრა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგრადის ტელერადიოკომპანია "В92" ავრცელებს. დაპატიმრების ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაცია ჯერ ჯერობით არ ვრცელდება.
საერთაშორისო ტრუბუნალი, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის საკითხზე მუშაობს ხადჟიჩს ხორვატიის ტერიტორიაზე 1991-1995 წლებში მიმდინარე კონფლიქტის დროს მომხდარ სამხედრო დანაშაულებებში ადანაშაულებს. ბოლოს იგი 2004 წელს ნახეს სერბეთში. იგი იმ სახლში ცხოვრობდა, რომელიც მის ოჯახს ეკუთვნოდა. მან შეძლო და მის დასაკავებლად განხორციელებული სპეცოპერაციის წინ მიიმალა.
ბოსნიელი სერბების ფორმირებების ყოფილი მეთაურის სტოიან ჟუპლიანინის, ბოსნიელი სერბების ყოფილი პოლიტიკური ლიდერის რადოვან კარაჯიჩის და ბოსნიელი სერბების არმიის მეთაურის პატკო მლადიჩის დაკავების შემდეგ გორან ხადჟიჩი ყველაზე ძებნილ პირად ითვლებოდა. სერბეთის ხელისუფლებამ მისი ადგილსამყოფელის დადგენისათვის ჯილდოდ 5 მილიონი ევროც დააწესა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირისა და რიგი წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით გორან ხადჟიჩის დაპატიმრება სერბეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების აუცილებელი პირობა იყო. ევროკავშირი და ნატო გორან ხადჟიჩის დაკავებას უკვე მიესალმა.
შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი ხორვატიაში, სადაც ჩადენილი დანაშაულებების გამო იძებნებოდა გორან ხადჟიჩი მას შემდეგ დაიწყო, რაც ადრე იუგოსლავიის შემადგენლობაში შემავალმა რესპუბლიკამ 1991 წლის 25 ივნისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რომელსაც ხორვატები სამამულო ომს უწოდებენ ხორვატიის ძალები იუგოსლავიის სახალხო არმიასა და ბელგრადის ხელისუფლების მხარდაჭერით მოსარგებლე ადგილობრივ სერბებს დაუპირისპირდნენ.
1991 წლის დეკემბერში რესპუბლიკა სებსკაია კრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მისი მოსახლეობა 480 ათასი ადამიანი იყო, რომელთაგან 91 % სერბი. ასე რომ ხორვატიამ თავისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. ამის შემდეგ სამი წლის განმავლობაში ხორვატია ინტენსიურად აძლიერებდა თავის არმიას, მონაწილეობდა სამოქალაქო ომში მეზობელ ბოსნია-ჰერცოგოვინაში (1992-1995წწ) და აწარმოებდა მოზომილ სამხედრო ოპერაციებს სერბსკი კრაინის წინააღმდეგ.
1992 წლის თებერვალში გაერომ ხორვატიაში თავისი ძალები გააგზავნა. 1995 წლის აფვისტოში ხორვატიის არმიამ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა და რამდენიმე დღეში სერბული ტანკების თავდაცვითი ზღუდე გაარღვია. ამის შემდეგ ხორვატიის ჯარი ბოსნია-გერცოგოვინაში შეიჭრა. ხორვატიაში არსებულ კონფლიქტს თან სდევდა სერბული და ხორვატული მხრიდან ჩატარებული ეთნოწმენდები. ამ კონფლიქტის დროს, სხვა და სხვა შეფასებებით 20 დან 26 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა ხორვატიელი იყო. 550 ათასი ადამიანი დევნილად იქცა. ხორვატიის ტერიტორიული მთლიანობა კი საბოლოოდ 1998 წელს აღდგა.