ბელორუსის პარლამენტი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს საშემოდგომო სესიაზე არ განიხილავს. ბელორუსის პარლამენტი მუშაობას ხვალ, 18 დეკემბერს ასრულებს.
"ვფიქრობ ამ საკითხს არ განვიხილავთ, ჩვენ მასალები ამ სესიისათვის არ მოგვიმზადებია", _ აცხადებს ბელორუსის პარლამენტის დსთ-სა და საერთაშორისო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე სერგეი მასკევიჩი და იქვე აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის ბელორუსი პარლემენტარების მიერ მომზადებულია მხოლოდ ანგარიშები, რომლებიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მონახულებისას შედგა.
"აღნიშნული ანგარიშები განხილვისათვის საპარლამენტო კომისიებშია გადაგზავნილი",_ განაცხადა მასკევიჩმა.