ქართული სახელმწიფო არასდროს გადადგამს ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, - პრეზიდენტისა და ადამინისტრაციის ეს დამოკიდებულება ჟურნალისტებს ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო.
"ჩვენ ვაფასებთ იმ მტკიცე ურთიერთობას, რომელიც ტრადიციულად არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. ეს ურთიერთობა გამყარებულია არა მხოლოდ სამართლებრივი კონსტიტუციური შეთანხმებით, არამედ ქართული ეკლესიის ადგილითა და როლით ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ბუნებრივია ქართული სახელმწიფო არასდროს გადადგავს ნაბიჯს რომელიც წინააღმდეგობაში მოვა ამ ურთიერთობასთან", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტს მაიჩნია, რომ ამასთანავე ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს აღმსარებლობის თავისუფლების პრინციპს და სწორედ ამით იყო ნაკარნახევი ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ მიიღო.
"ცვლილებების სამოქალაქო კოდექსში ჩვენს თანამოქალაქეებს რომელბიც სხვადასხვა კონფენსიებს მიეკუთვნებიან მისცემს საშუალებას, იურიდიულად დაარეგისტრირონ თავისი რელიგიური ორგანიზაციები. ხაზი უნდა გაესვას იმასაც რომ ამ კანონს საერთო არაფერი აქვს ქონებრივ ან სადავო საკითხების გადაწყვეტასთან" - აღნიშნავს მანჯგალაძე.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინსიტრიც, რომელმაც მზადყოფნა განაცხადა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად შეიქმნას კომისია რომლის ფაგლებშიც ნებისმიერ ამ საკითხზე ითანამშრომლებს სახელმწიფო.
ამასთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ის ფაქტიც, რომ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კანონპროექტის ავტორები რელიგიური კონფენსიებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკეთებენ განმარტებებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად რელიგიურ ორგანიზცაიებს საქართველოში საჯარო სამართლის იურიდილ პირად დარეგიტსრირების უფლება ეძლევათ.