რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივაში ის რელიგიური გაერთიანებები დაკონკრეტებული აღარ არის, რომელთაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრიტრების უფლება ეძლეოდათ.
შესაბამისი მუხლი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური გაერთიანებები, ან ის რელიგიური გაერთიანებები, რომლებიც ასეთი სტატუსით სარგებლობენ ევროპის საბჭოს წევრ ქვყენებში.
პირვანდელ ვარიანტში კი საჯარო იურიდიულ პირად დარეგიტსრირების უფლება ჰქონდათ კათოლიკურ ეკლესიას, სომხურ სამოციქულო წმინდა ეკლესიას, მუსლიმანთა თემს, იუდეველთა თემს და საქართველოს ევანგელურ ბაბტისტურ ეკლესიას.
კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს. კერძოდ, კი როგორც საიას წარმომადგენელმა თათია თოდუამ იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, პრაქტიკაში წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა საგენტომ სსიპ-დ რელიგიური გაერთიანება და მათ როგორ უნდა დაამტკიცონ, რომ ისინი საქართველოსთან ისტორიულად არიან დაკავშირებულები ან ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში აქვთ იგივე სტატუსი.