საქართველოს ეროვნული ნაკრები საქართველოს წყალბურთის ფედერაციის ხელშეწყობით გაემგზავრა უკრაინის ჩემპიონატზე - "უკრაინის ღია პირველობა". ნაკრები 15 დეკემბერს სევასტოპოლის ნაკრებს შეხვდა და მას 12:9 მოუგო. 16 დეკემბერს კი საქართველოს ნაკრები მარიოპოლის ნაკრებს ხვდება.
ჩემპიონატი "უკრაინის ღია პირველობა" 19 დეკემბერს დასრულდება.
საქართველოს წყალბურთის ასოციაცია 2009 წლის ნოემბრიდან არსებობას ფედერაციის სახელით განაგრძობს, მან საწყლოსნო ფედერაციიდან წყალბურთთან დაკავშირებული ფუნქციების სრული დელეგირება მოახდინა და 2009 წლიდან საქართველოს წყალბურთის ასოციაცია საქართველოს წყალბურთის ფედერაციად გადაკეთდა.