ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ნატოსა და რუსეთს შორის სხვა და სხვა საკითხებში არსებული უთანხმოებები მათ საერთო ინტერესებს ხელს არ უნდა უშლიდეს.
"ჩვენ არც თუ ისე ცოტა უთანხმოება გვაქვს, მაგრამ მათ არ უნდა დაჩრდილონ ნატოსა და რუისეთის საერთო ინტერსები",_ განაცხადა რასმუსენმა ნატოს გენერალურ მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე.
თავის მხროვ სერგეი ლავროვმა კმაყოფილება გამოხატა, ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის გამო.
"ვაფასებთ თქვენს პირად წვლილს ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის აღდგენის საკითხში, ჩვენ 4 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შევათანხმეთ",_ განაცხადა ლავროვმა.