რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სტამბოლში მოლაპარაკებებზე წარდგენილი დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა.
დელეგაციას უხელმძღვანელებს პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი. რუსეთის დელეგაციას ასევე წარმოადგენენ: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი; რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი, იგორ კოსტიუკოვი; თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ფომინი;
გასული კვირის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის წინადადებით გამოვიდა. რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ პირადად დაელოდება ვლადიმირ პუტინს თურქეთში 15 მაისს.