"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ", ისევე როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, კვლავ გამოიყენა ოპოზიციურ პარტიებთანმოლაპარაკებები საკუთარი დემოკრატიულობის იმიჯის საჩვენებლად დასავლეთისათვის და ამაში მას ნებსით თუ უნებლიედ, კიდევ ერთხელ დაეხმარა ე.წ. კონსტრუქციული ოპოზიცია.
"ნათლად გამოჩნდა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ", ისევე როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, კვლავ გამოიყენა ოპოზიციურ პარტიებთანმოლაპარაკებები საკუთარი დემოკრატიულობის იმიჯის საჩვენებლად დასავლეთისათვის და ამაში მას ნებსით თუ უნებლიედ, კიდევ ერთხელ დაეხმარა ე.წ. კონსტრუქციული ოპოზიცია. აღარაფერს ვამბობთ იმ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებმაც ულტიმატუმის პირობები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილეს და ხელი მოაწერეს შეთანხმებას. რითაც პირდაპირ მიეყიდნენ სააკაშვილის რეჟიმს სასაქონლო კრედიტის წესით 1 მილიონ ლარად. კარგია, რომ ე.წ. "რვიანში" შემავალ პოლიტიკურ ძალთა ნაწილი არ დათანხმდა ხელისუფლების ამ სამარცხვინო ულტიმატუმს. იმედს ვიტოვებთ, რომ მათი შემდგომი გადაწყვეტილებები ბევრად უფრო ქმედითი და პირველ რიგში ქართველი ხალხის მოთხოვნების და ქვეყანაში არსებული რეალობის ადექვატური იქნება. "სახალხო კრება" კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მხოლოდ პირდაპირი დემოკრატიის გზით არის შესაძლებელი საქართველოში დიქტატურის დასრულება და შემდეგ თავისუფალი და დემოკრატიული, ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება", - აღნიშნულია კრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კრება მიიჩნევს, რომე.წ. "რვიანში" შემავალი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მისამართით, ხელისუფლების მხრიდან წაყენებულმა ულტიმატუმმა და ჩაშლილმა მოლაპარაკებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა "სახალხო კრების" მიერ არაერთხელ გაცხადებული პოზიცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილის რეჟიმთან მოლაპარაკებას არანაირი აზრი არ აქვს.
""სახალხო კრება" კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შესაქმნელად საარჩევნო კოდექსის ცვლილებების გარდა, აუცილებელია ხუთი ძირითადი კომპონენტის არსებობა, ესენია: 1.თავისუფალი სასამართლო;
2. თავისუფალი მედია; 3. თავისუფალი ბიზნესი; 4. დამოუკიდებელი ცენტრალური საარჩევნო კომისია; 5.დეპოლიტიზირებული პოლიცია", - იუწყება "სახალხო კრება".
კრების მტკიცებით, სწორედ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების მოთხოვნით გამოვიდა "სახალხო კრება" 2011 წლის 21 მაისს 30 000 მხარდამჭერთან ერთად თავისუფლების მოედანზე და მისი პირველი მოთხოვნა სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მედიის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა გახლდათ.
""სახალხო კრება" კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება,სწორედ რომ თავისუფალ გარემოში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს, კიდევ ერთხელ ვეთანხმებით ა.შ.შ.-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში ბატოინ ჯონ ბასისგანცხადებას, რომ -"დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლება არჩევნების გზით იცვლება", მაგრამ სამწუხაროდ პრობლემაც იმაშია, საქართველო დღეს ძალზედ შორსაა დემოკრატიული სტანდარტებისაგან, ხელისუფლება ტერორისტული მეთოდებით მოქმედებს და ყოველდღიურად აკანონებს დიქტატურას.ამ რეჟიმის პირობებში, ხელისუფლებასთან, რაიმე დემოკრატიულ ფასეულობაზე საუბარი უკეთეს შემთხვევაში უტოპია - უარეს შემთხვევაში კი დიქტატურისათვის ფასადის გალამაზება", - აღნიშნულია განცხადებაში.