სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს შპს `სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის დაცვისა და რეგულირების სამსახური~-ს ზუგდიდის საამართველოს უფროსი თენგიზ ფონია და მთავარი სპეციალისტი გიორგი სხულუხია.
ფონია და სხულუხია ზუგდიდის აგრალურ ბაზარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებს თავს აცნობდნენ ხარისხის ინსეპქციის წარმომადგენლებად და მათ ატყუებდნენ თითქოსდა ამოწმებდნენ გასაყიდ პროდუქციას რადიაციაზე და ნიტრატების შემცველობაზე, სანაცვლოდ კი ითხოვდნენ ფულად თანხას. წინააღმდეგ შემთხვევაში აფრთხილებდნენ, რომ შეექმნებოდათ პრობლემები. აღნიშნული გზით თენგიზ ფონია და გიორგი სხულუხია თაღლითურად დაეუფლნენ 18 748 ლარს.
ჩადენილი დანაშაულისთვის თენგიზ ფონიას და გიორგი სხულუხიას წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის III ნაწილის `ა~ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.