„რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის შეფასებით, დღეს გაირკვევა თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები საკრებულოში შესვლით თბილისელების ინტერესებისა და უფლებების სადარაჯოზე დგანან, თუ მათი მოტივაცია და ინტერესები მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობით შემოიფარგლება.
"დღეს, 24 ივნისს, თბილისის საკრებულოს, მისი პირველი შეკრებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ხმას მისცემს ან უარს ეტყვის სოციალურად უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებას და ხმას მისცემს ან უარს ეტყვის საკრებულოში თანამდებობაზე ყოფნით საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებას (საკრებულო დღევანდელ სხდომაზევე უყრის კენჭს ჩემს მიერ ინიცირებულ პროექტს, რომელიც საკრებულოს თანამდებობის პირებისათვის პრემიების გაცემის აკრძალვას ითვალისწინებს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, თბილისელებისათვის ახალი გადასახადის შემოღებას მნიშვნელოვნად დაამძიმებს ყოველი ოჯახის ფინანსურ ვალდებულებას; ამასთანავე ეს გადასახადი სრულიად უთანასწორო და უსამართლოა;
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში სხდომა 17:00 საათზე დაიწყება.