ხვალ, 24 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ორ ახალ ელჩს დაამტკიცებენ, გარდა ამისა, სამს ხელახლა დანიშნავენ.
პარლამენტი კენჭს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის კანდიდატურაზე გადაცემა "ვის უნდა 20 000"-ის წამყვან მამუკა გამყრელიძეს უყრის. საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება დანიის სამეფოში, რომლის კანდიდატურაზედაც ნიკოლოზ რთველიაშვილია წარდგენილი.
რაც შეეხება ელჩების ხელახალი დანიშვნის საკითხს, მისი აუცილებლობა "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების გამო გახდა.
ირლანდიაში, დიდი ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, ფინეთში და სლოვენიაში ელჩების თავიდან დანიშვნის შემდეგ ისინი საქართველოს მუდმივი წარმომადგენლებიც იქნებიან ამ ქვეყნებში მოქმედ საერთაშორიოსო ორგანიზაციებში.
ირლანდიაში, დიდი ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა გიორგი ბადრიძეს უკავია, ფინეთის რესპუბლიკაში - კონსტანტინე ქავთარაძეს და სლოვენიის რესპუბლიკაში - საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ალექსანდრე ნალბანდოვს.